პარლამენტში დიპლომატები მივიდნენ - ელჩები ოპოზიციას ხვდებიან

22.03.23 15:20
პარლამენტში დიპლომატები მივიდნენ - ელჩები ოპოზიციას ხვდებიან

პარლამენტში დიპლომატები მივიდნენ - ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან.

საუბრის მთავარი თემა რუსული კანონი და 12 პირობაა.

„ძირითადი სასაუბრო თემა არის, 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი. პარლამენტში როგორ მიგვაჩნია, რა უნდა გაკეთდეს და რა თქმა უნდა აქცენტს გავაკეთებთ იმაზე, რომ მიუხედავად პოლიტიკური და პარტიული კუთვნილებისა ქალები დეპუტატები, პარლამენტში ვახერხებთ მუშაობას ერთობლივად კონკრეტულ საკითხებზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ეხება ევროპულ მომავალს და 12 რეკომენდაციის შესრულებას და ამ პროცესში მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩების მხარდაჭერა და სწორედ ამაზე ვისაუბვრებთ დღეს. ბუნებრივია, რუსული კანონის პერიპეტიებზეც და იმაზეც, რომ ქართული ოცნება უკან არ იხევს და დღესაც, მუქარის რეჟიმშია, რომ ისინი დააბრუნებენ ამ საკითხზე მსჯელობას.“- აცხადებს "რესპუბლიკური პარტიის" წევრი, დეპუტატი ხათუნა სამნიძე.