იდენტიფიცირებულია: ხელისუფლებამ ოპოზიციას ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მიუგზავნა
საბა გორგაძე, გიორგი შუკვანი და სერგი ანანიკიანი - იდენტიფიცირებულია იმ ახალგაზრდების ჯგუფის წევრების ვინაობა, ვინც დღეს სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ნიღბებით დახვდა.
აგრესიული დაჯგუფების წევრები, ვინც ოპოზიციონერ დეპუტატებს შეურაცხოფას აყენებდნენ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები არიან. ნაწილი ვაკის, ნაწილი კი ჩუღურეთის ორგანიზაციაში მუშაობს.
ცნობისთვის, სამი ოპოზიციური პარტიის - „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ და „დროას“ ლიდერებს შეხვედრის დაწყებისას ახალგაზრდების ჯგუფი სახეზე გიორგი ვაშაძის, ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძის გამოსახულებიანი ნიღბებით დახვდნენ და შენობაში შეურაცმყოფელი სიტყვებით შეაცილეს.