სუბარმა მითხრა, 20 წელია გიცნობ ვიცი, რომ "შპიონი" ხარო- ნაკაიძე დაპირისპირებაზე
დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე "ტვ პირველთან" საუბრობს. მისი თქმით, "ხალხის ძალის" ლიდერმა მას "შპიონი" უწოდა.
ოპოზიციონერი ინტერესდება, თუ სოზარ სუბარს 20 წელია აქვს ინფორმაცია, რომ ტარიელ ნაკაიძე აგენტია, რატომ არ მიმართა სამართალდამცავებს:
„როცა, პოლიტიკური არგუმენტები გელევა და როცა, არ გაქვს გამართლების არანაირი ლოგიკური საშუალება, ამ დროს გადადიხარ ძალადობაზე. სწორედ ეს არის ფაქტი რაც დღეს მოხდა.
სოზარ სუბარმა დამიძახა, ჩემს უკან ზის, შემომატრიალა და მითხრა, რომ მე ვიყავი მოღალატე და 20 წელია მიცნობს მე და შესაბამისად ვარ მოღალატე, შპიონი, აგენტი და მე რატომ მეუბნები ამასო, ვუთხარი ის, რაც თქვენ გააკეთეთ შესაბამისად თქვენ ამას იმსახურებთ და თქვენ დაასახელეთ ვინა ვარ მე, საიდან ვარ და თუ გაქვს რაიმე წყარო, რატომ არ მოხვედით ამისთვის სახელმწიფო თუ 20 წელია იცი ისედაც, ესეიგი დამნაშავეც ვარ და ამ დროს შეიგინა და რა თქმა უნდა საპასუხო რეაქცია მქონდა მეც.“ - ტარიელ ნაკაიძე
დღეს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს პლენარულ სხდომაზე მიკროფონი ჩაარტყა.