ტარიელ ნაკაიძეს ბოდიშს არ მოვუხდი - ვიქტორ ჯაფარიძე ძალადობას არ ნანობს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე, რომელმაც დღეს დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა, ოპოზიციონერისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს.
როგორც "ხალხის ძალის" წევრმა "პირველებს" უთხრა, მზად არის საზოგადოებას მოუბოდიშოს:
სირცხვილია, როგორ შეიძლება, რომ ამ პატარა ქვეყანაში ადამიანები ერთმანეთს ასეთი ეპითეტებით ვამკობდეთ რას ნიშნავს მოღალატე"- ამბობს დეპუტატი.
კითხვაზე, რამდენად ეთიკურია მიკროფონის მოგლეჯა და დეპუტატისთვის ჩარტყმა POSTV-ის ერთ-ერთი მფლობელი მფლობელი ამბობს:
კარგი ახლა რუსიკო, რატომ მელაპარაკები ასე? პოზიციონრსაც, რომ ექნა იმასაც იგივე პასუხს გავცემდი. რა მნიშვნელობა აქვს მე ვთვლი რომ სწორია"- აცხადებს დეპუტატი.
დღეს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს პლენარულ სხდომაზე მიკროფონი ჩაარტყა.