როდესაც ხედავ, რომ პარტია არასწორი მიმართულებით მიდის, ერთადერთი გამოსავალი მისი დატოვებაა - სამადაშვილი დეკანოიძეზე

22.03.23 15:50
როდესაც ხედავ, რომ პარტია არასწორი მიმართულებით მიდის, ერთადერთი გამოსავალი მისი დატოვებაა - სამადაშვილი დეკანოიძეზე

დატოვებს თუ არა ხატია დეკანოიძე ენმ-ს - "ლელოს" ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, როდესაც ხედავ, რომ პარტია არასწორი მიმართულებით მიდის, ერთადერთი გამოსავალი მისი დატოვებაა.

ვერ გეტყვით, რას გეგმავს ხატუია დეკანოიძე. მე შემიძლია ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, პარტიის დატოვება არის ერთადერთი გამოსავალი, როდესაც შენ ხედავ, რომ პარტია არასწორი მიმართულებით მიდის. ამიტომ, ცხადია, ევროპული დღის წესრიგი ამ ქვეყნის არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რომელიმე პარტია", - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

დეკანოიძე პარლამენტში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ენმ-ს ლიდერის განცხადებით, ის განცხადებას პარტიიდან მის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ხატია დეკანოიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ ის პარტიის გადაწყვეტილებას, გამოუცხადოს საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი პრინციპულად არ ეთანხმება. 

"გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ამ ფრაქციაში, ამ ვითარებაში ძალიან რთული იქნება ჩემი ყოფნა"- თქვა დეკანოიძემ დიანა ტრაპაიძის "დღის ამბებში".