არ მჯერა, რომ გულწრფელი სურვილი ამოძრავებს, პოლიტიკურ ქვედინებებს ვხედავ - მდინარაძე დეკანოიძეზე
"ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძეს არ სჯერა ხატია დეკანოიძის, რომ ენმ-ს ლიდერს გულწრფელი სურვილი ამოძრავებს ევრორეკომენდაციების შესრულებაში მონაწილეობა მიიღოს.
მდინარაძე დეკანოიძის ამ სურვილში პოლიტიკურ ქვედინებებს ხედავს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ თუ დეკანოიძე მიხვდა, რომ ევრორეკომენდაციების შესრულებაში მონაწილეობა კარგია, ამას მხოლოდ მიესალმება.
როგორი არასერიოზული თავჯდომარეც ჰყავს "ნაცმოძრაობას", ისე არასერიოზულია მისი ქცევა, რაც თავმჯდომარე ის "ნაციონალური მოძრაობის" შიდა ერთობა. თუ ხატია დეკანოიძემ მოიფიქრა ის ამბავი, რომ არ გაატარებს ამას, არც "ქართული ოცნება" და არც ქართული საზოგადოება, რომ თან ბოიკოტში იყვნენ თან საბოტაჟში გამოუცხადონ ევრორეკომენდაციების შესრულებას და თან ამ მიმართულებით, რაღაც მხოლოდ დეკლარირებული თუ რაღაცა განცხადებები აკეთონ და სინამდვილეში გამოუვიდეთ, რომ რუსული საქმე გააკეთეს. ეს ხომ მათი გენეტიკური კოდია, ევროპულად დასავლურად დეკლარირება, საქმით რუსულობა, ეს არის მათი გენეტიკური კოდი და ეს, რომ არ გამოგვივიდეს მოდი ეხლა შევიდეთ და მონაწილეობა მივიღოთო, ეს მხოლოდ კარგია და მივესალმები. მე არ მჯერა, რომ ეს გულწრფელი სურვილი ამოძრავებს, რაღაც პოლიტიკურ ქვედინებებს და მიზნებს ვხედავ ამაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ მართლა აი დაშვებას ვაკეთებ თუ მართლა მიხვდა ეს ადამიანი, რომ ევრორეკომენდაციების შესრულებაში მონაწილეობა არის მხოლოდ და მხოლოდ კარგი, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები.
შეგახსენებთ, რომ ხატია დეკანოიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ ის პარტიის გადაწყვეტილებას, გამოუცხადოს საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი პრინციპულად არ ეთანხმება.
"გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ამ ფრაქციაში, ამ ვითარებაში ძალიან რთული იქნება ჩემი ყოფნა"- თქვა დეკანოიძემ დიანა ტრაპაიძის "დღის ამბებში".