"პირველების" ინფორმაციით, ბაჩუკი ქარდავა ენმ-ს ფრაქციას ტოვებს
"პირველების" ინფორმაციით, "ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ენმ-ს ფრაქციას ტოვებს.
პოლიტიკოსს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია, თუმცა წყაროს ცნობით, ქარდავას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.
რას უკავშირდება ედპ-ს ლიდერი გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე უცნობია.
ცნობისთვის. ერთ-ერთი ვერსიით, ფრაქცია ენმ-ს ტოვებს ხატია დეკანოძეც.