ბოლნისში დაკარგული 9 წლის ბავშვი იპოვეს
ბოლნისში დაკარგული 9 წლის ბავშვი იპოვეს, მოზარდი უკვე მშობლებთანაა. მეორე კლასის მოსწავლე სხვა სოფელში, ქუჩაში გადადგილდებოდა.
ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროც.
9 წლის ბიჭი სახლიდან გუშინ დილის 11 საათზე გავიდა. მას ოჯახი და პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებდა.