ხატია დეკანოიძე არ ამბობს, ტოვებს თუ არა ფრაქციას

22.03.23 16:56
ხატია დეკანოიძე არ ამბობს, ტოვებს თუ არა ფრაქციას

ენმ-ს ლიდერი ხატია დეკანოიძე არ ამბობს, ტოვებს თუ არა ფრაქციას.

ოპოზიციონერი ლიდერი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას საზოგადეობა პირადად მისგან გაიგებს.

ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება ჩემს მიერ იქნება გაჟღერებული პირადად.

ბოიკოტი მე არ მიმაჩნია გზად, ამიტომ ვნახოთ, როგორ გაგრძელდება მოვლენები.

საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელება ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც ეს პასუხისმგებლობა დააკისრა ამომრჩეველმა და ამ პარტიის წარმოამდგენლები, ჩვენ ვირებთ ხელფასს საქართველოს ბიუჯეტიდან ამისთვის. მიუხედაად იმისა, რომ რთულია ჩვენთვის "იცნებასთან" ერთად ერთ სივრცესი ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური დაპირისპირებისა და შეურაცხყოფების ფონზე საქართველოს კონსტიტუციით დაკისრებული მოვალეობის შესრულება, ჩემი პოზიცია არის, რომ ჩვენი პარტია, ის პარტია, რომელიც ახლა ბოიკოტის რეჟიმშია, უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში სრული სიმძლავრით. ყველა დეპუტატმა უნდა აიღოს საკუთარი პასუხისმგებლობა და მიიღოს მონაწილეობა განხილვებში", - ამბობს დეკანოძე.