ევროპაში ასეთ კანონებს არ ვიღებთ - ნიდერლანდების ელჩი საქართველოში

22.03.23 17:16
ევროპაში ასეთ კანონებს  არ ვიღებთ - ნიდერლანდების ელჩი საქართველოში

"ჩვენ არ ვიღებთ ასეთ კანონებს " - ნიდერლანდების ელჩი საქართველოში "ქართული ოცნების" რუსულ კანონს და პროპაგანდას პასუხობს.

მარია ქრისტინა ვან კოლდამი, რომელიც ოპოზიციას 2 საათის განმავლობაში ხვდებოდა,  აცხადებს, რომ ძლიერი არასამთავრობო სექტორი და დამოუკიდებელი მედია დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია.

ძალიან შეშფოთებულები ვიყავით აგენტების კანონის მიღების გამო, ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ღიად საუბრობდა ამის შესახებ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძლიერი არასამთავრობო სექტორი და დამოუკიდებელი მედია დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ვგულშემატკივრობთ და მხარს ვუჭერთ მესამე სექტორს. ძალიან ბევრ პროექტს ვახორციელებთ მათთან ერთად და ეს ყველა მოქალაქეს ეხება. მე ასევე შეშფოთებული ვარ, იმ რიტორიკის გამო, რომელსაც ისევ იყენებენ პოლიტიკოსები ამ თემის ირგვლივ.

ჩვენ ვაგრძელებთ მონიტორინგს, თუ როგორ გაგრძელდება ეს პროცესი და რა თქმა უნდა ისევ გაგაგრძელებთ მესამე სექტორი მხარდაჭერას საქართველოში.

მე არ შემიძლია ახალა ზუსტად ვისაუბრო, თუ რომელ კანონზე საუბრობს ქართული ოცნება, რომ თითქოს ევროპაშიც მიიღება. ის რაც ზუსტად ვიცი არის ის, რომ მსგავსი წინადადები და კანონები ევროპის ქვეყნებში არ მიიღება."- თქვა დიმლომატმა.