"ხაზგასმული იყო გვარამიას საკითხი, პოლონელი ექიმების სააკაშვილთან არშეშვება"- დეკანოიძე ელჩებთან შეხვედრაზე
"ხაზგასმული იყო ნიკა გვარამიას საკითხი ის, რომ მისი შეწყალება საქართველოს პრეზიდენტმა უნდა განახორციელოს დაუყონებლივ"- ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
მისი თქმით, საუბარი შეეხო სააკაშვილთან პოლონელი ექიმების არშეშვების საკითხსაც:
ასევე მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომ პოლონელი ექიმების, ნუ ჩემი მხრიდან დასმული ყოველ შემთხვევაში, პოლონელი ექიმების ჩამოსვლა და შემოწმება სააკაშვილის ყოვნდება. შეეხებოდა საუბარი იმას, რომ მათ შორის სასიცოხლო მნიშვნელობის საკითხები, როგორიცაა სასამართლო საკითხი, მათ შორის ძალიან მძიმედ მიმდინარეობს და ის რეკომენდაცია, რომელიც გამოაგზავნა ვენეციის კომისიამ ეს ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რეფორმას და ეს ეხება სისტემურ რეფორმას კლანის და კლანურ კორპორატიული მმართველობა კორპორატივიზიმის ასე ვთქვათ სერიუზულ გავლენას სასამართლოში"- თქვა ოპოზიციონერმა.