ბაჩუკი ქარდავა ენმ-ს ფრაქციის დატოვებას არ გამორიცხავს - ედპ-ს ლიდერის პირველი კომენტარი
ფრაქცია ენმ-ს შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა "პირველებთან" პირველ კომენტარს აკეთებს.
ოპოზიციონერი ამბობს, რომ ფიქრობს ფრაქციის დატოვებას, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ჯერ გადაწყვწეტილება მიღებული არ აქვს.
"დღესდღეობით საბოლოო გადაწყვეტილება დატოვებასთან დაკავშირებით არ მაქვს, თუმცა, არ გამოვრიცხავს, რომ ასეთი რამ მოხდეს ამ დღეებში, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი დიალოგი გაიმართება ჩვენს პარტნიორებთან, იგივე იმ ფრაქციის ხელმძღვანელობასთან, რომელზეც არის საუბარი. ოპოზიცია ბევრად უფრო თანმიმდევრული უნდა იყოს თავის ტაქტიკაში. და ბოიკოტის თემას, რაც შეეხება, ჩვენ ვრჩებით ერთგული რადიკალური ტაქტიკისა ხელისუფლებასთან წინააღმდეგ ბრძოლაში", - ამბობს ბაჩუკი ქარდავა.