"პირობა დადო, რომ გომელაურს შეხვდება" - თსუ-ს რექტორი აღიარებს, რომ სტუდენტურ საცხოვრებელში პოლიციის შეჭრა შეცდომა იყო
თსუ-ს ადინისტრაცია იძულებული გახდა უკან დაიხიოს - ჯაბა სამუშია აღიარებს, რომ სტუდენტურ საცხოვრებელში პოლიციის შეჭრა და პირადი მონაცემების მოგროვება არასწორი იყო. რექტორი პირობას დებს, რომ ამ საკითხის გარკვევას მინისტრ გომელაურთან შეეცდება.
მან დადო პირობა, რომ შეხვდება შინაგან საქმეთა მინისტრს და თხოვს, რომ როდესაც მსგავსი ფაქტების განხორციელებას დააპირებენ, ეს შეთანხმებული იყოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან". - ამბობს სტუდენტი.
ახალგაზრდებისთვის ასევე საეჭვოა, თუ რატომ დაემთხვა სტუდენტურ საცხოვრებელში პოლიციის შეჭრა ახლა და შარშან სტუდნტების პროტესტს.
რექტორის ადმინისტრაციისგან იყო აღიარება, რომ ეს იყო შეცდომა და ნაბიჯი, რომელიც პოლიციამ გადადგა ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში იყო შეცდომა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა და მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა წინა წლის ზაფხულში. საეჭვოა, რომ მაშინდელი შემთხვევაც სტუდენტურ საპროტესტო გამოსვლებს ემთხვევა", - ამბობს სტუდენტი.
ცნობისთვის, ეს გადაწყვეტილება ჯაბა სამუშიამ მხოლოდ მას შემდგ მიიღო, რაც საცხოვებელში ჩატარებულ რეიდს სტუდენტების მწვავე პროტესტი მოჰყვა.