ბოიკოტი ჭირსაც წაუღია, პარასკევს, პარლამენტში პრემიერს მწვავე კითხვებს ჩვენი ფრაქციის წევრებიც დაუსვამენ - კირკიტაძე
წყვეტს თუ არა ბოიკოტს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ენმ-ს ლიდერი დავით კირკიტაძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში დასმულ კითხვას არ პასუხობს, თუმცა აღნიშნავს, რომ პარასკევს, როდესაც პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად პრემიერ-მინისტრიც მივა, სხდომათა დარბაზში აუცილებლად ისხდებიან მწვავე კითხვებით შეიარაღებული ენმ-ს ფრაქციის წევრები.
"ბოიკოტი ჭირსაც წაუღია, ჩვენ როდესაც საჭიროდ მიგვაჩნია ბრძოლის და ტრიბუნის გამოყენება მაშინ, როდესაც ეს მნიშვნელოვანია.
დიახ, პარასკევი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე, რადგან პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მიდის პრემიერ-მინისტრიც, რომელსაც უშუალოდ ეხება რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი იყოს გარანტირებული და ის აკეთებს პირიქით. ამიტომაც მე ვეთანხმები ჩვენი ფრაქციის იმ წევრებს, რომლებიც აპირებენ, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული ფორმატია, შევიდნენ იქ და მას დაუსვან მწვავე კითხვები". - ამბობს კირკიტაძე.