ბერბოკი თბილისში ხელისუფლებას, ოპოზიციასა და სტუდენტებს შეხვდება
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს.
გარდა ამისა მინისტრი შეხვდება სტუდენტებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.
ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩო იტყობინება.
ასევე დაგეგმილია ანალენა ბერბოკის ჩასვლა საოკუპაციო ხაზთან.
შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში, ხვალ ჩამოდის.