მიკროფონებით ჩხუბი პარლამენტში - დაპირისპირების კვირეული საკანონმდებლო ორგანოში

22.03.23 20:20
მიკროფონებით ჩხუბი პარლამენტში - დაპირისპირების კვირეული საკანონმდებლო ორგანოში

"ოცნებამ" პარლამენტში ჩხუბის კვირეული გამოაცხადა. უკვე მეორე დღეა, სხდომათა დარბაზში პროცესები პარალიზებულია. დღეს კი დაპირისპირება სულ სხვა მასშტაბზე გავიდა. "ხალხის ძალის" წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ მიკროფონი მოგლიჯა და ტარიელ ნაკაიძეს ჩაარტყა. ჯაფარიძის სვლა რამდენიმე წუთში ლევან მგალობლიშვილმა გაიმეორა, რომელმაც ნაკაიძეს კიდევ ერთი მიკროფონი ესროლა. ამის შემდეგ რთული გასარჩევი გახდა, ვინ ვის ეჩხუბებოდა, აგინებდა და უყვიროდა. მოკლედ, დღეს პლენარული სხდომა  ყველაფერს გავდა კანონმდებლების მუშაობის გარდა.

დაპირისპირება პლენარულ სხდომაზე სოზარ სუბარისა და ტარიელ ნაკაიძის დიალოგით დაიწყო. ოპოზიციონერი დეპუტატების მოპირდაპირედ მჯდომმა სუბარმა კოლეგებს აგენტები და ჯაშუშები ეძახა. ვითარებაც ამის შემდეგ გამწვავდა.  დღესაც, დეპუტატებს შორის მანდატურები იდგნენ და მათ გაშველებას ცდილობდნენ. ბოლოს ქალი დეპუტატები იძულებულები გახდნენ, პარლამენტის თავმჯდომარისგან მოეთხოვათ, რომ "ხალხის ძალის" წევრები სხვა ადგილზე გადაესვა. 

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები