"უნდა ვიფიქროთ, როგორ დავეხმაროთ ქართველ ხალხს ევროატლანტიკური მიზნების მიღწევაში" - შაჰინი
სენატორი ჯინ შაჰინი სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მიმართავს და სთავაზობს მოიფიქრონ, როგორ დაეხმარონ ქართველ ხალხს ევროატლანტიკური მიზნების მიღწევაში.
სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე შაჰინმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლით.
"იმედგაცრუებული ვარ, საქართველოს მთავრობით დემოკრატიის უკუსვლის გამო, თუმცა ქართველი ხალხი, აშკარაა, რომ ერთგულია ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ დავეხმაროთ მათ უკეთ ამ მიზნის მიღწევაში", - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.