საქართველო სტატუსის გარეშე რჩება - კუბილიუსი
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო სტატუსის გარეშე რჩება, მაშინ როცა უკრაინა და მოლდოვა ნატოში ინტეგრაციაზეა უკვე ორიენტირებული.
ევროპარლამენტარის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი იყენებს ყველა შესაძლო პროვოკაციულ გზას, რომ რეკომენდაციები არ შესრულდეს და ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს.
ევროდეპუტატიამბობს, რომ თუ აპლიკანტი ქვეყანა უკუსვლას განიცდის, ის არ უნდა ელოდოს პროგრესს ევროკავშირის გადაწყვეტილებიდანაც.
კუბილიუსის თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება ასე გააგრძელებს, ის არა მხოლოდ ამ წლის ბოლოს დარჩება სტატუსის გარეშე, არამედ მომავალ წელსაც!
"ქართულმა ოცნებამ" რაც გააკეთა რუსული კანონის პირველი მოსმენის მხარდაჭერით, ეს იყო პროვოკაცია ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ეს არ ყოფილა "ქართული ოცნების" მხრიდან გადადგმული პირველი ნაბიჯი, რაც პოზიტიური გადაწყვეტილებისგან ევროკავშირისგან საქართველოს აშორებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხს ძალიან უნდა ევროკავშირის წევრობა, ეს გამოჩნდა 7-8 მარტის საპროტესტო აქციებზე, მაგრამ ქვეყნის არაფორმალური ლიდერი, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს იყენებს ყველა შესაძლო პროვოკაციულ გზას, რომ პუნქტები სტატუსის მისაღებად არ შესრულდეს!
მმართველ პარტიას დეპოლარიზაცია არასწორად ესმის. მათ ჰგონიათ, რომ კრიტიკული მედია და ოპონენტები უნდა გააჩუმონ. თუ აპლიკანტი ქვეყანა უკუსვლას განიცდის, ის არ უნდა ელოდოს პროგრესს ევროკავშირის გადაწყვეტილებიდანაც. საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინა და მოლდოვა ნატოში ინტეგრაციაზეა უკვე ორიენტირებული, მაშინ როცა საქართველო სტატუსის გარეშე რჩება! თუ ასე გაგრძელდება არა მხოლოდ ამ წლის ბოლოს დარჩება საქართველო სტატუსის გარეშე, არამედ მომავალ წელსაც!" - ამბობს კუბილიუსი.