საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროპულ მომავალს საბოტაჟს უწყობს - კრამერი
ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწე დევიდ კრამერი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება საბოტაჟს უწყობს ქვეყნის ევროპულ მომავალს.
კრამერი აცხადებს, რომ ქართველმა ხალხმა "ოცნებას" მკაფიოდ უთხრა, რომ მოსკოვისკენ ყურება, რომ არასწორ მხარეს ყურებაა და ის იმედოვნებს, რომ მმართველი გუნდის ქართველი ხალხის პროტეტს გაითვალისწინებს.
კრამერი ასევე "ოცნებას" გავრილოვის თბილისში ჩამოყვანას და მის პარლამენტის თავჯდომარის სკამში ჩასმას ახსენებს და ამბობს, რომ ამას არ დაივიწყებენ.
როდესაც ევროინტეგრაციაზე და ევროპულ მისწრაფებებზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ქართველი ხალხი და მთავრობა, როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური მმართველით. ხელისუფლება საბოტაჟს უწყობს საქართველოს ევროპულ მომავალს, მაშინ როცა ქართველი ხალხის მისწრაფება ცალსახად დასავლურია. რეგიონში, ბელორუსის და თბილისის გარდა აღარავინ ცდილობს კრემლთან ურთიერთობის გამყარებას.
ვერც გავრილოვის ჩამოყვანას და პარლამენტის თავჯდომარის სკამში ჩასმას დავივიწყებთ. მოსკოვისკენ ყურება, რომ არასწორ მხარეს ყურებაა ქართველმა ხალხმა "ოცნებას" მკაფიოდ უთხრა, ვიმედოვნებ ქართველი ხალხის პროტესტი შედეგიანი იქნება, რადგან ფაქტია მათ დასავლელი კოლეგების კრიტიკა არ აინტერესებთ". - ამბობს კრამერი