დააბრუნებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს ციხეში - ზურაბ ჩხაიძის პირველი კომენტარი

22.03.23 20:18
დააბრუნებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს ციხეში - ზურაბ ჩხაიძის პირველი კომენტარი

 დააბრუნებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს ციხეში. "ვივა მედი" პრეზიდენტის სხვაგან გადაყვანას ითხოვს

კლინიკის კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე "პირველებთან" მკაფიოდ არ ამბობს, რომ "ვივა მედმა" სააკაშვილის ციხეში დაბრუნების რეკომენდაცია გასცა. 

მეტიც, ჩხაიძე ამბობს, რომ კარგი იქნება თუ მესამე პრეზიდენტს სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანენ.

"პაციენტი უგულებელყოფს ჩვენს ნებისმიერ დანიშნულებას. ჩვენ ამას არ ვწვეტთ ციხეზე გადაიყვანენ თუ სად გადაიყვანენ. ჩვენ ვაკეთებთ ფაქტის კონსტანტანციას, ეს არ არის მოცემულობა. შეიძლება, უკეთესი ვარიანტი იყოს, რომ სააკაშვილი საზღვარგარეთ გადაიყვანონ სამკურნალოდ.კიდევ ვიმეორებ, სად გადაიყვანენ, როგორ გადაიყვანენ, ეს არ არის კლინიკის კომეპეტენცია, თუ სად გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს". - ამბობს ზურაბ ჩხაიძე

"ვივა მედი" მიხეილ სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.

კლინიკამ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა, სადაც წერს, რომ სააკაშვილი მკურნალობაზე უარს ამბობს და მედ პერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს.