მიშას ციხეში დაბრუნებას უპირებენ - გიული ალასანია
მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია ეჭვობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში დაბრუნებას უპირებენ.
ალასანია ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც "ვივა მედმა" განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა, კლინიკაში არ მიუღიათ და ეს "ოცნებამ" და პირადად ივანიშვილმა გადაყწვიტეს.
ეტყობა ციხეში დაბრუნებას უპირებენ. იმიტომ, რომ ის პოლონელი ექიმებია რ ჩამოჰყავთ, რაღაც აქვთ დასამალი და ისინი რომ ჩამოვლენ, ყველაფერი ნათელი გახდება. გარდა ამისა, მობეზრდათ, იქ ვერაფერს უკეთებენ, უარესდება მისი მდგომარეობა. კლინიკას ვინ ჰკითხავს, კლინიკა საერთოდ იღებს გადაწყვეტილებას, როგორ გგონიათ? დიახ, "ქართულ ოცნებაში" მიიღეს ეს გადაწყვეტილება და პირადად ივანიშვილმა", - ამბობს ალასანია.
"ვივა მედი" მიხეილ სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.
კლინიკამ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა, სადაც წერს, რომ სააკაშვილი მკურნალობაზე უარს ამბობს და მედ პერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს.