სააკაშვილის ციხეში დაბრუნება, მისთვის სასიკვდილო განაჩენია - ხაჭაპურიძე
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატისთვის გაუგებარია "ვივა მედის" განცხადება.
შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ თუ დაპატიმრებულ პრეზიდენტს ციხეში გადაიყვანენ, ის მოკვდება.
"ცოტა გაუგებარი განცხადება იყო. რა იგულისმება, ციხეში დაბრუნებას უპირებენ? წარმოუდგენელია, ამ ადამიანის ციხეში დაბრუნება. ჩათვალეთ, რომ ეს არის მისთვის სასიკვდილო განაჩენი. ალაც ისეთ მდგომარეობაშია, რომ ჩვენ ნებისმიერ დროს შეიძლება გავიგოთ, რომ ის გარდაიცვალა. ადამიანს, რომელსაც აქვს კახექსია, დემენცია და 47 დაავადება, რას ნიშნავს ეს გაუგებარია და მიუღებელი, რა თქმა უნდა", - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.
"ვივა მედი" მიხეილ სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.
კლინიკამ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა, სადაც წერს, რომ სააკაშვილი მკურნალობაზე უარს ამბობს და მედ პერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს.