"ჩვენ გვქონდა მძიმე საუბრები" - ტოვებს თუ არა პარტიას ხატია დეკანოიძე?
ტოვებს თუ არა ხატია დეკანოიძე პარტიას? ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი არ მალავს, რომ მისი და პარტიის ხელმძღვანელობის გზები გაიყო. ჩვენ გვქონდა მძიმე საუბრები - ამბობს დეკანოიძე და აანონსებს, რომ საკუთარ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. თუმცა მისი განცხადება აჩენს ეჭვს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და პარტიის ოფიციალურად დატოვება უბრალოდ დროის საკითხია.
თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი ყველა ნიუანსით და ყველა მიზეზით - აცხადებს ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე.
ფაქტია, რომ ხატია დეკანოიძე პარტიაში მომხდარი ცვლილებების შემდეგ დამოუკიდებელ მოთამაშედ იქცა. ის არ იზიარებს ფრაქციის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს და საპარლამენტო სხდომებს ესწრება. ღიად აკრიტიკებს პარტიის გადაწყვეტილებას, რომელმაც ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია საპარლამენტო ცხოვრებიდან გათიშა.
დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.