"აბსურდის თეატრი სასამართლოში" - შსს-მ აქციებზე დაკავებულების წინააღმდეგ მტკიცებულებები ვერ წარადგინა
გომელაურის უწყება შარშია. საქალაქო სასამართლოში ნამდვილი აბსურდის თეატრი თამაშდება. საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების წინააღმდეგ შს სამინიტროს მტკიცებულებები არა აქვს. რუსთაველის გამზირზე დაკავებულებს პოლიცია დაუმორჩილებლობას ედავება, თუმცა მათ დანაშაულს ვერ ამტკიცებს. არ არსებობს სამართალდარღვევის კონკრეტული ფაქტები, მათ შორის ვიდეომტკიცებულებებიც. ამიტომ გომელუარის უწყება პროცესების გადადებას ითხოვს.
მტკიცებულებები არ იყო არც "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი პატარაიას საქმეში. პატარია განსასჯელის სკამზე მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა, რომ პოლიციელის მტკიცებით, ის სამართალდამცველების მოწოდების შემდეგ სამანქანო გზიდან ტროტუარზე დროულად არ გადავიდა. თუმცა არც ერთ კადრში, რომელიც დღეს შსს-მ წარადგინა, ეს ფაქტი არ დასტურდება. მიუხედავად ამისა გიორგი პატარია 2 ათასი ლარით დააჯარიმეს.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.