ციხის საავადმყოფოა, აკეთებენ იმას, რასაც უბრძანებს პენიტენციური - ალასანია ვივამედზე

22.03.23 22:59
ციხის საავადმყოფოა, აკეთებენ იმას, რასაც უბრძანებს პენიტენციური - ალასანია ვივამედზე

მიხელ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია კლინიკა ვივამედის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება. 

მისი თქმით, ვივამედის არცერთი ექიმი თვითონ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას არ იღებს: 

ეს არის ციხის საავადმყოფო, რომელიც აკეთებს იმას, რასაც უბრძანებს პენიტენციური სისტემა. პენიტენციური სისტემაც არ არის აქ დამოუკიდებელი, ისინი აკეთებენ იმას, რასაც უბრძანებს ივანიშვილი. მე მაშინვე ამოვიკითხე, რომ თურმე ბოლო უკანასკნელ სამ დღეს დაიწყო ისევ თვითდაზიანება, უკვე გასაგები იყო რომ უპირებენ ციხეში დაბრუნებას და ვუთხარი კიდევაც ჩემს შვილს მაგაზე.

ვის არ ემორჩილება საინტერესოა, ვის კონკრეტულად, რომელ მედპერსონალს, როგორ გეკადრებათ, არც ერთი ექიმისგან არ გამიგია, ვინც მკურნალია და გვერდზე დგას, გარდა ქალბატონი თამარის, რომელიც წავიდა, რომელსაც ასევე უბრძანეს წასულიყო"- თქვა ალასანია.