მოსკოვის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ 4 ქართველს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

23.03.23 11:40
მოსკოვის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ 4 ქართველს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ  უკრაინაში მებრძოლი ქართული ეროვნული ლეგიონის ოთხი წევრი დაუსწრებლად გაასამართლა და დაპატიმრების განაჩენი გამოუტანა. ინფორმაცია "მედიაზონამ" დედაქალაქის სასამართლოების განხილვის კართოტეკებში  მოიძია.

მოსკოვი ეჭვობს, რომ  ლაშა რუხაია, ვასილ ალიბეგაშვილი, ერეკლე ამირანაშვილი და ვეკა აპრესოვი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მიერ დაქირავებული მებრძოლები არიან.  (სსკ-ის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

ქართველ მეომრებს მოსკოვი  30 წლიანი პატიმრობით ემუქრება. განაჩენის აღსრულების ერთადერთი მექანიზმი ქართველი მებრძოლების ექსტრადირებაა.

დაუსწრებლად დაკავების შესახებ მოსმენები 3 მარტს გაიმართა, თუმცა ინფორმაცია მოსკოვის სასამართლოების ბარათებში მხოლოდ დღეს გამოჩნდა.

 

მსგავსი სიახლეები