როგორ უნდა შესრულდეს EU-ს 12 რეკომენდაცია - საქართველოში დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის

23.03.23 11:48
როგორ უნდა შესრულდეს EU-ს 12 რეკომენდაცია - საქართველოში დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩამოდის. ანა-ლენა ბერბოკს თბილისში დღეს საღამოს ელოდებიდან.  გერმანელი მინისტრი ქვეყანაში საგანგებო მისით მოდის.

ბერბოკი ირაკლი ღარიბაშვილს  შეხვდება და  ეტყვის, რა უნდა გაკეთდეს 12 ევროპული რეკომენდაციის შესასრულებად, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. 

უცხოელი მაღალჩინოსანი ასევე საქართველოს პრეზიდენტს, ოპოზიციას და იმ ახალგაზრდებს შეხვდება, რომლებმაც რუსულ კანონის გააპროტესტეს. 

ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ბერბოკის ჩამოსვლა "ქართული ოცნებისთის" მორიგი გაფრთხილება იქნება, რომ მათ ევროპული გზიდან არ უნდა გადაუხვიონ. 

ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან გაჟღერდეს ყველა ის საკითხი, რომელიც აქტუალურია საქართველოს ევროპულ პერპსექტივებთან მიმართებაში და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი გადაყვანის საკითხის გადაწყვეტა, ნიკა გვარამიას საკითხის განხილვა,ა სევე რუსული კანონის საკითხები, რომ აღარ მოხდეს "ქართული ოცნების" მხრიდან ანალოგიური კანონების შემობრუნება პარლამენტში, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების საკითხი. მე  ვფიქრობ, რომ გერმანიის საგრეო საქმეთა მინისტრი ჩამოიტანს ჩვენი დასავლელი პარტნიოპრების გზავნილს და ეს ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი გაფრთხილება იქნება იმის, რომ მათ არ გადაუხვიონ ევროპული პერსპექტივის გზიდან, - ამბობს ენმ-ს წევრი ლევან ბეჟაშილი.

ბერბოკის ვიზიტი საქართველოშ 2 დღეს გასტანს.