სააკაშვილი ციხეში დაბრუნების მოლოდინში - ოჯახის თქმით, ევროსასამართლოში სარჩელი შეიძლება დაჩქარებულად შევიდეს

23.03.23 11:14
სააკაშვილი ციხეში დაბრუნების მოლოდინში - ოჯახის თქმით, ევროსასამართლოში სარჩელი შეიძლება დაჩქარებულად შევიდეს

სააკაშვილი ციხეში დაბრუნების მოლოდინში - ოჯახის თქმით, ევროსასამართლოში სარჩელი შეიძლება დაჩქარებულად შევიდეს.

ალასანია ამბობს, რომ "ვივა მედის" განცხადების შემდეგ 

"ვივა მედის" განცხადებისთანავე გამიჩნდა აზრი, რომ აპირებენ მის ციხეში დაბრუნებას. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ვფიქრობ, ევროსასამართლოში სარჩელი შეიძლება დაჩქარდეს, ეს არის მთლიანად ჩვენზე. დღესვე შეგვიძლია შევიტანოთ. მე ვფიქრობ გადაუდებლად უნდა მოხდეს. შეიძლება დღესაც მოხდეს, არაფერი არ არის გამორიცხული", - ამბობს გიული ალასანია. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი კი დღეს სახალხო დამცველთან შეხვედრას გეგმავს.

შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პირდაპირ ლევან იოსელიანთან წავა.

შეგახსენებთ, რომ "ვივა მედმა"  მიხეილ სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა.

კლინიკამ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც წერს, რომ სააკაშვილი მკურნალობაზე უარს ამბობს და მედ პერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს.