ქართველ ხალხსა და ევროპულ მომავალს შორის ერთადერთი დაბრკოლება "ქართული ოცნებაა" - სამადაშვილი

23.03.23 11:35
ქართველ ხალხსა და ევროპულ მომავალს შორის ერთადერთი დაბრკოლება "ქართული ოცნებაა" - სამადაშვილი

პარტია "ლელო" აშშ-სა და ევროპარლამენტიდან გაჟღერებულ კრიტიკულ განცხადებებს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. სალომე სამადაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ერთადერთი დაბრკოლება, რომელიც ქართველ ხალხსა და საქართველოს ევროპულ მომავალს შორის არსებობს -  "ქართული ოცნებაა". 

ოპოზიციის წევრის თქმით, მოსკოვში მომზადებული ახალი თემები ვერ გადაფარავს იმ მთავარ ეროვნულ ამოცანას, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას ეხება. სამადაშვილმა საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ ევროპული მომავლის დაცვა მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი. 

რუსეთი საუბრობს, რომ უნდა განიხილოს და დღის წესრიგში დადგეს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და უვიზო მიმოსვლა. ამის პარალელურად, გუშინ აშშ-ს სენატში, საგარეო კომიტეტში ხმამაღალი განცხადება გაკეთდა, რომ დიახ, ქართველი ხალხის არჩევანი არის დასავლეთი, ევროპა, მაგრამ დღეს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომლის პოლიტიკაც მიზანმიმართულად ხელს უშლის ამ დღის წესრიგს. 

ამასთან, მინდა აუცილებლად აღვნიშნო ის უდიდესი მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას აქვს აშშ-დან, სადაც სენატში გუშინ ასევე გჟღერდა წინადადება, რომ ჩვენი ქვეყანა გადაიქცეს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონალურ ცენტრად, რაც ნიშნავს ამ ქვეყნისთის უამრავ ახალ შესაძლებლობებს. 

ჩვენსა და ჩვენს ევროპულ მომავალში შორის დღეს არის ერთადერთი დაბრკოლება და ეს არის "ქართული ოცნება". სწორედ ამიტომ არის, რომ აი, ამ რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა გუშინ რუსეთის დავალებით მორიგ ჯერზე გამოაგორა ახალი კამპანია როგორიც არის "გარეჯი საქართელოა". დიახ, გარეჯი არის საქართველო და საქართელო იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ოღინდ ამას ქართელი ახლხი მიაღწევს მიუხედავად იმ ხელისუფლებლისა, რომელიც დღეს მართავს ჩვენს ქვეყენას. 

მინდა ხელისუფლებას ვუთხრა, რომ ვერანაირი სამარცხვინო კამპანია როგორიც არის მორიგ ჯერზე გაცოცხლება მოსკოვში მომზადებული თემების, როგორიც არის გარეჯის თემა. მორიგ ჯერზე საუბარი იმაზე, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოდანაც უნდა გააძევონ და ამითი შექმნან დამატებითი პრობლემა. ვერ გადაიტანს ეს საკითხები ყურადღებას იმ მთავარო ეროვნული ამოცანისგან, რომელიც ჩვენ დავისახეთდ ა ეს არის, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავსირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი ამ წლის ბოლოს.

კიდევ ერთხელ მინდა ქართელ ხალხს ვუთხრა და გავაფრთხილო, რომ დღეს ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და არ მივცეთ სამარცხვინო პროპაგანდას "ქართული ოცნების" შესაძლებლობა გადაიტანოს ჩვენი ყურადღება იმისგან, რომ დღეს სენატი, აშშ-ს ევროპარლამენტი, ყველა ჩვენი მოკავშირე, ტაშს უკრავს, აღფრთოვანებულია ქართველი ხალხით და მათი თავდადებით დემოკრატიისთვის, ევროპული მომავლისთის და მავე დროს ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება აღარ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, - განაცხადა სამადაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები