სააკაშვილის ციხეში დაბრუნების შემთხვევაში შეუქცევადი პროცესების დაჩქარება მოხდება - კონსილიუმის ექიმი

23.03.23 11:21
სააკაშვილის ციხეში დაბრუნების შემთხვევაში შეუქცევადი პროცესების დაჩქარება მოხდება - კონსილიუმის ექიმი

სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის ექიმებმა, შეიძლება, მომავალ კვირას მიხეილ სააკაშვილი მოინახულონ.

ექიმ გიორგი გრიგოლიასთვის, რომელიც კონსილიუმში ნინო ლომჯარიას ინიციატივით ჩაერთო, გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც "ვივა მედმა" მიიღო.

კვალიფიციური ექიმი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ციხეში დაბრუნების შემთხვევაში შეუქცევადი პროცესების დაჩქარება მოხდება.

სააკაშვილი ცალსახად კლინიკაში უნდა იყოს დატოვებული, მე არ ვიცი სხვა კლინიკაში გადაყვანაზეა ლაპარაკი თუ ციხეში დაბრუნებაზე.  რაც შეეხება სიმპტომურ მკურნალობას, პირველივე დღიდან, რაც საავადმყოფოში იმყოფება, სიმპტომური მკურნალობა მიმდინარეობს, იმიტომ, რომ არ მიმდინარეობს ძირითადი დაავადების მკურნალობა. მდგომარეობა გაუმჯობესებული კი არა გაუარესებულია, ამიტომ ალბათ, ამ კლინიკაში მკურნალობა არ არის სასარგებლო, მე ასე ვფიქრობ. ციხეში დაბრუნების შემთხვევაში შეუქცევადი პროცესების დაჩქარება მოხდება, როდესაც ის კლინიკაში შევიდა მდგომარეობა უკეთესი იყო, ამას ექიმებიც აღნიშნავენ. ახლა როდესაც მდგომარეობა უარესია, როგორ უნდა ახსნან უკან ციხეშ დაბრუნება,ა რ ვიცი. სახალხო დამცველის კონსილიუმი ამ კვირაში არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის მონახულებას და იმ კვირაში ვნახოთ, შეგატყობინებთ", - ამბობს გიორგი გრიგოლია. 

შეგახსენებთ, რომ "ვივა მედმა"  მიხეილ სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა.

ახლა მთავარი კითხვაა, დააბრუნებენ თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში.

კლინიკამ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც წერს, რომ სააკაშვილი მკურნალობაზე უარს ამბობს და მედ პერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს.