საგანგაშო სიგნალია, "ვივა მედი" სააკაშვილის მდგომარეობის შესაძლო შედეგებზე ხელებს იბანს - ბადრი ჯაფარიძე
"ლელოს" ლიდერი ბადრი "ვივა მედის" განცხადებას საგანგაშო სიგნალს უწოდებს.
ჯაფარიძე პირდაპირ ამბობს, რომ კლინიკა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესაძლო შედეგებზე ხელებს იბანს.
ამ განცხადებიდან შეიძლება გამოიტანო დასკვნა, რომ პაციენტის მდგომარეობა უარესდება და ეს კლინიკა, ფაქტობრივად, ხელებს იბანს შესაძლო შედეგებზე. დაუშვებელია, როდესაც კლინიკა, რომელსაც ევალება, რომ არ დაუშვას პაციენტის მდგომარეობის უკიდურესი დამძიმება, ამბობს, რომ არ შესწევს უნარი, გააუმჯობესოს ან დაასტაბილუროს პაციენტის მდგომარეობა. ეს არის ძალიან საგანგაშო სიგნალი,- ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ "ვივა მედმა" მიხეილ სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა.
ახლა მთავარი კითხვაა, დააბრუნებენ თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში.
კლინიკამ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც წერს, რომ სააკაშვილი მკურნალობაზე უარს ამბობს და მედ პერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს.