რატომ არ ზრუნავს პრემიერი ქვეყნის უსაფრთხოებაზე - ოპოზიცია ღარიბაშვილს ხვალ პარლამენტში ელოდება

23.03.23 12:27
რატომ არ ზრუნავს პრემიერი ქვეყნის უსაფრთხოებაზე - ოპოზიცია ღარიბაშვილს ხვალ პარლამენტში ელოდება

ირაკლი ღარიბაშვილს  ხვალ პარლამენტში ელოდებიან. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა  პრემიერ- მინისტრი ინტერპელაციის წესით დაიბარეს. ხელისუფლების ოპონენტებს მთავარი კითხვები ქვეყნის თავდაცვასა და  უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აქვთ.

ოპოზიციას არ აქვს იმედი, რომ არსებულ კითხვებს პრემიერი აკადემიურად უპასუხებს და ფიქრობენ, რომ ტრიბუნას ღარიბაშვილი  ოპონენტების ლანძღვისთვის გამოიყენებს.  

პარლამენტის წევრის, თეონა აქუბარდია თქმით, პრემიერმა უნდა უპასუხოსკითხვას,  რატომ არ კრებს სათათბირო საბჭოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მაშინ, როდესაც ქვეყანა უამრავი გამწვევის წინაშეა. 

პრემიერ-მინისტრი კონსტიტუციით არის პასუხისმგებელი ეროვნულ უსაფრთხოებაზე და იმ ვითარებაში, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთი ახორციელებს ამხელა აგრესიას, როდესაც ჩვენს რეგიონში არ გვაქვს მშვიდობა, ამ დროს ქვეყანას არ აქვს მთავარი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც არის კომპასი ქარიშხალში და პრემიერი გვეუბნება, რომ მას არ სჭირდება ეს კომპასი და მიმართულების გარეშე მიყავს ქვეყანა, სად კაცმა არ იცის. პრემიერმა გვიპასუხოს, თუ რატომ არ კრებს სათათბირო საბჭოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე, როდესაც ამხელა გამოწვევები აქვს ქვეყანას, რატომ ამცირებს ყველზე რადიკალურად თავდაცვის ბიუჯეტს და რა განაცხადია ეს, რა თქმა უნდა, ეს კითხვები რიტორიკულია, რადგან ყველამ ვიცით, ამაზე რა პასუხები ექნება პრემიერს, თუმცა ის უნდა ესაუბროს მოსახლეობას და უნდა ახსნას, თუ რატომ არ აკეთებს, კონსტიტუციით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს,"- ამბობს თეონა აქუბარდია.
 

 

მსგავსი სიახლეები