პუტინის დაკავება რუსეთისთვის ომის გამოცხადების ტოლფასი იქნება - მედვედევი

23.03.23 12:25
პუტინის დაკავება რუსეთისთვის ომის გამოცხადების ტოლფასი იქნება - მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი პუტინის შესაძლო დაკავებას რუსეთისთვის ომის გამოცხადებას უტოლებს.  განცხადება  რუსეთის მაღალჩინოსანმა გერმანიის იუსტიციის მინისტრის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ პუტინის გერმანიაში ჩასვლის შემთხვევაში, მისი დაკავების ვალდებულება ექნება. 

წარმოვიდგინოთ... გასაგებია, რომ ეს სიტუაცია არასდროს რეალიზდება, მაგრამ დავუშვათ, რომ რეალიზდა. ატომური სახელმწიფოს მოქმედი მეთაური ჩადის, დავუშვათ, გერმანიაში, სადაც მას აპატიმრებენ. ეს რა არის? ომის გამოცხადება რუსეთის ფედერაციისთვის!  უკვე ამ შემთხვევაში ჩვენი ყველა საშუალება ბუნდესთაგში, კანცლერის ოფისში მიფრინავს და ა.შ.. ესმის მას (გერმანიის იუსტიციის მინისტრს), რომ ეს casus belli-ია? რომ ეს ომის გამოცხადებაა? თუ ცუდად სწავლობდა?,- თქვა მედვედევმა. 

შეგახსენებთ, რომ ჰააგას საერთაშორისო სასამართლომ 17 მარტს ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 

მსგავსი სიახლეები