სააკაშვილმა შეასრულოს ექიმის რეკომენდაციები, ამის გარეშე გამოჯანმრთელებაზე ლაპარაკი თვალთმაქცობაა - თალაკვაძე

23.03.23 12:24
სააკაშვილმა შეასრულოს ექიმის რეკომენდაციები, ამის გარეშე გამოჯანმრთელებაზე ლაპარაკი თვალთმაქცობაა - თალაკვაძე

დააბრუნებენ თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში - "ოცნების" ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეასრულოს ექიმის რეკომენდაციები, რადგან, მისი თქმით, ამის გარეშე გამოჯანმრთელებაზე ლაპარაკი თვალთმაქცობაა.

თალაკვაძე ამბობს, რომ სააკაშვილის გარემოცვა მისი ჯანმრთელობის პოლიტიზებით არის დაკავებული და ცდილობენ სახელმწიფოს აიძლონ კანონისგან განსხვავებული გადაწყვეტილებები მიიღოს.

სახელმწიფოს მიზანია, რომ მას აღმოუჩინოს მაქსიმალური დახმარება. სამწუხაროდ, მისი გარემოცვა და პოლიტიკური მეგობრები სრულიად საპირისპიროდ იყვნენ დაკავებულნი დღემდე, რომ არა მისი გამოჯანმრთელება, არამედ მისი ჯანმრთელობის პოლიტიზება მოხდეს, რაღაც ზეწოლა გააძლიერონ სახელმწიფოზე და აიძულონ სახელმწიფო, რომ კონსტიტუციისა და კანონისგან განსხვავებული გადაწყვეტილებები მიიღოს მხოლოდ სააკაშვილთან მიმართებით. შეასრულოს ის რეკომენდაციები და დანიშნულება, რომელიც აქვს ექიმებისგან, ამ ორი მნიშვნელოვანი პირობის გარეშე გამოჯანმრთელებაზე ლაპარაკი არის თვალთმქცობა, - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

შეგახსენებთ, რომ "ვივა მედმა"  მიხეილ სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა.

ახლა მთავარი კითხვაა, დააბრუნებენ თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში.

კლინიკამ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც წერს, რომ სააკაშვილი მკურნალობაზე უარს ამბობს და მედ პერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს.