სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელისუფლებისთვის არაფერს არ წარმოადგენს - დეკანოიძე

23.03.23 13:46
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელისუფლებისთვის არაფერს არ წარმოადგენს - დეკანოიძე

ენმ-ს ლიდერი ხატია დეკანოიძე პირდაპირ ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელისუფლებისთვის არაფერს არ წარმოადგენს.

დეკანოიძის თქმით, დაუშვებელია, რომ  სახელმწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და ასევე დაუშვებელია, რომ პოლონელ ექიმებეს არ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ შეაფასონ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

დაუშვებელია ის, რომ სახელმწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, ხელისუფლება დაბრკოლებას უქმნის იმ პოლონელ ექიმებეს, რომლებიც უნდა ჩამოვდნენ, შეაფასონ, უმკურნალონ და რეალურად ნამდვილი სურათი დადონ, ძალიან მძიმეა და აჩვენებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და აწუხებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ხელისუფლებისთვის არაფერს არ წარმოადგენს," - ამბობს ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, რომ "ვივა მედმა"  მიხეილ სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა.

ახლა მთავარი კითხვაა, დააბრუნებენ თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში.

კლინიკამ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც წერს, რომ სააკაშვილი მკურნალობაზე უარს ამბობს და მედ პერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს.