ხელისუფლების მხრიდან მორიგი ზეწოლა პატიმარზე - სამადაშვილი "ვივა მედის" განცხადებაზე
ხელისუფლების მხრიდან მორიგი ზეწოლა პატიმარზე - ასე აფასებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამდაშვილის "ვივა მედის" განცხადებას, სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით.
სამადაშვილის თქმით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, საავადმყოფომ გადაწყვიტა, ხელი დაიბანოს.
ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ როგორც ჩანს, საავადმყოფომ გადაწყვიტა, ხელი დაიბანოს მის მდგომარეობასთან დაკავშირებით ან ეს არის ხელისუფლების მხრიდან მორიგი ზეწოლა პატიმარზე და როგორც ჩანს მცდელობა, რომ ახლა ეს თემა გააქტიურონ, მაშინ როდესაც ხელისუფლება არის სრულ ჩიხში შესული," - ამბობს სალომე სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ "ვივა მედმა" მიხეილ სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა.
ახლა მთავარი კითხვაა, დააბრუნებენ თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში.
კლინიკამ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც წერს, რომ სააკაშვილი მკურნალობაზე უარს ამბობს და მედ პერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს.