თუ გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადამიყვანენ, იქ ჩემი წამება მოხდება - სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილისთვის სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა "ვივა მედის" მიერ გავრცელებული განცხადება.
მესამე პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ მისი ეტაპირება ციხეში დაჩქარებულ ვადებში მოხდეს და იმასაც პირდაპირ ამბობს, რომ ეს მისთვის სასიკვდილო განაჩენია.
ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, დაპატიმრებული პრეზიდენტი ამბობს, რომ ის ექიმების ყველა რეკომენდაციას ემორჩილება.
ეს განცხადება მისთვის ნამდვილად მოულოდნელი, გაუგებარი იყო, მითუმეტეს თქვა, რომ არანაირ პროცედურაზე ის უარს არ აცხადებს. თუ რამე შემოთავაზებაა მკურნალობის ის ყველაფერზე თანხმდება. მე მოვითხოვე ახლა დამატებით ავადმყოფობის ისტორია, მაგრამ ადვოკატებს ზევით, ადმინისტრაციაში აღარ გვიშვებენ. მეტიც 2 კვირის წინ მოთხოვნილი ავადმყოფობის ისტორის გაცემაზე უარს აცხადებს დავარაშვილი და ამბობს, რომ, როცა გაწერენ სააკაშვილს მაშინ გავამზადებო. დაცვამ არაფერი არ იცის მის გადაყვანასთან დაკავშირებთ და სააკაშვილმა თქვა, რომ თუ გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანენ, იქ მოხდა მისი წამება და არაადამიანური მოპყრობა, თუ ციხეში გადაიყვანენ, იქ უარესი იყო კიდე. აქვს მოლოდინი და თქვა, რომ არაფერი არ არის გამორიცხული, მიუხედავად იმისა, რომ მომაკვდავ მდგომარეობაში ვარო,"- ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.