მიხეილ სააკაშვილის საჩივარი ევროსასამართლოში ორშაბათს შევა
ცნობილი ხდება, რომ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი ევროსასამართლოში ორშაბთს შევა. ამის შესახებ დაპატიმრებული პრეზიდენტის დედამ გააკეთა.
გიული ალასანია გაბრაზებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაშია და თვლის, რომ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგა არც საზოგადოების და არც ენმ-ს ლიდერების მხრიდან, რომ ეს სიტუაცია არ დამდგარიყო.
ადამიანი ფაქტობრივად აღარ არსებობს, ფიზიკურად აღარ არის, ორი ლუკმა ჩაიდო და ისიც ამოიღო უკან. აი, რა პოზიციაზე ვილაპარაკო, ჭამს საკუთარ სხეულს უკვე რამდენი ხანია, აი, ეს არის მისი პოზიცია. მისი ჩამოსვლის დღიდან ამ ადამიანს არაფერ კარგი ამ ქვეყანაში არ მიუღია, არაფერი კარგი არ ახსოვს, აქედან გამომდინარე, ელის მხოლოდ ყველაფერს ცუდს და ეს მიიღო იმის სამაგიეროდ, რაც ამ ადამიანმა აკეთა ამ ქვეყნისთვის. მადლობის მაგივრად მიიღო აი ეს. ყველაფერზე ნაწყენი ვარ, რადგან ვხედავ, რომ ჩემი შვილი კვდება, ჩამოვიდა და კვდება, კლავენ. ორშაბათს ნამდვილად ვაპირებ სარჩელის შეტანას ევროსასამართლოში". - ამბობს ალასანია.