სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ჩირქი მოსცხოს საქართველოს ხელისუფლებას - კალაძე
დააბრუნებენ თუ არა სააკაშვილს ციხეში - თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს, რომ ჩირქი მოსცხოს საქართველოს ხელისუფლებას.
კალაძე ასევე აგრძელებს "ოცნების" მესიჯბოქსს და ისიც, თავისი თანაგუნდელების მსგავსად ამბობს, რომ დაპატიმრებული პრეზიდენტი თვითდაზიანებას ეწევა.
ოჯახის წევრებსაც არ მიაქვთ შესაბამისი კალორაჟი, ეს არის სპეციალურად მიზანმიმართული კამპანია, ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე ჩირქი მოსცხოს საქართველოს ხელისუფლებას, მთლიანად ქვეყანას და აგრძელებს თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას,"- ამბობს კალაძე.
შეგახსენებთ, რომ "ვივა მედმა" მიხეილ სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა.
ახლა მთავარი კითხვაა, დააბრუნებენ თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში.
კლინიკამ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც წერს, რომ სააკაშვილი მკურნალობაზე უარს ამბობს და მედ პერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს.