პაპუაშვილი ჯო ბაიდენის ორგანიზებულ სამიტზე არ მიდის, ღარიბაშვილი საერთოდ არ დაპატიჟეს

23.03.23 13:45
პაპუაშვილი ჯო ბაიდენის ორგანიზებულ სამიტზე არ მიდის, ღარიბაშვილი საერთოდ არ დაპატიჟეს

პარლამენტის თავმჯომარეშალვა პაპუაშვილი ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგაზნიებულ დემოკრატიის სამიტზე არ მიდის. 

"პირველების" ინფორმაციით, პაპუაშვილი, მის ნაცვად ამერიკაში დეპუტატ  ხატია წილოსანს გზავნის. 

ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშილი მაღალი რანგის სამიტზე საერთოდ არ დაუპატიჟებიათ. მთავრობის მეთაურის ნაცვლად შტატებში საქარველოს პრეზიდენტი წარმოადგენს. 

საკითხზე დღეს კომენტარ ირაკლი კობახიძემაც გააკეთა, მმართველი პაერიის თავმჯდომარე ამბობს, რომ პრეზიდენტს ამ სამიტში მონაწილეობა მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია. 

"ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ არ შეიძლება მსგავს სამიტზე ერთზე მეტი უმაღლესი თანადებობის პირი იყოს წარდგენილი. 

კობახიძემ მედიას უთხრა, რომ პრეზიდენტს ჰქონდა სურვილი წასულიყო ამ სამიტზე და თანხმობა მთავრობისგან მიიღო, სხვა დეტალებზე ინფორმაციას კი არ ფლობს. 

მე არ ვიცი ეს დეტალები, ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ საქართელოს პრეზიდენტს ამ სამიტში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ მთავრობის თანხმობით, პრაქტიკა არის ასეთი. როდესაც ტარდება ასეთ სამიტი,  იქ უმაღლეს თანამდებობის პირთაგან მიდის მხოლოდ ერთი და  ამ შემთხვევაში პრეზიდენტს ჰქონდა სურვილი წასულიყო და ამაზე მიიღო თანხმობა მთავრობისგან, დანარჩენი არის სპეკულაცია. არ შეიძლება ერთ სამიტზე ერთდროულად ორი უმაღლესი თანამდებობის პირი იყოს წარმოდგენილი. ეს არ არის სტანდარტული პრაქტიკა, მიწვეული იყო პრეზიდენტიც, შეიძლება  პარლამენტის თავმჯდომარეც, მე ამაზე არ მაქვს ინფორმაცია. დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბარია ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია., ვინც ახორციელებს სტიგმატიზაციას, ყველა იყენებს საბჭოურ მეთოდებს,"- ამბობს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, ეს არის რიგით მეორე შემთხვევა, როცა საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები, ამერიკის პრეზიდენტის მეირ ორგანზიებულ სამიტზე სალომე ზურაბიშვილია.