გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რეალობას აცდენილია - კალაძე
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის პროევროპულ კურსს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, კახა კალაძე სიცრუეს უწოდებს. დედაქალქის მერი ამბობს, რომ ანა-ლენა ბერბოკი ევროპარლამენტარების მსგავსად რეალობას აცდენილია.
კალაძე ირწმუნება, რომ "ქართული ოცნება" ევროკომისიის 12 პუნტქიან რეკომენდაციას ზედმიწევნით ასრულებს.
არ ვიცი, რაზე საუბრობს. აშკარად იკვეთება ის, რომ ეს ადამიანი რეალობას აცდენილია. ეს იმ კურსისა და ხაზის გაგრძელებაა, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოსთან მიმართებაში ვისმენთ, აბსოლუტურ სიცრუეს. საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე ყველაფერს აკეთებს. თქვენ იცით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმოდგენილი 12 პუნქტიანი გეგმა შევასრულოთ. ერთადერთი, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობას, პასუხისმგებლობას არ იღებს და იმის სურვილი არ აქვს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, არის ოპოზიცია, - თქვა კალაძემ.