ნაკაიძეზეს მძიმე რეპუტაცია აქვს, ეკუთვნის კუთხეში დგომა - კობახიძე
"როდესაც შემოდის სხდომათა დარბაზში ძალიან მძიმე რეპუტაციის დეპუტატი, რომელიც სხვა კოლეგებს უწოდებს მოღალატეებს, მის მიმართ რბილი დამოკიდებულების გამოვლენა ბევრისთვის შეიძლება იყოს რთული"- ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეზე თავდასხმის ფაქტის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, "ტარიელ ნაკაიძეს აქვს მძიმე რეპუტაცია".
დეტალებში ვერ შევალ. არ მინდა და არ განვმარტავ, უხერხული, სენსიტიური თემაა. როდესაც ტარიელ ნაკაიძე, მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი სხვა კოლეგებს უწოდებს მოღალატეებს, მის მიმართ რომ ვერ ექნებათ ხავერდოვანი დამოკიდებულება კოლეგებს, ეს არის გასაგები. მაგრამ, რაც შეეხება ინციდენტს, ზოგადად, მაქსიმალურად უნდა ავიცილოთ თავიდან პარლამენტში. დეპუტატს ვერავინ ვერსად ვერ გადასვამს, თუ უნდა ტარიელ ნაკაიძეს, გადაჯდეს და დადგეს კუთხეში, ეს არის მისი გადაწყვეტილება. მას ეკუთვნის პარლამენტის სხდომათა დარბაზში კუთხეში დგომა, თუ აქვს ელემენტარული სინდისი ამ კონკრეტულ დეპუტატს"- თქვა მან.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს პლენარულ სხდომაზე მიკროფონი გუშინ ჩაარტყა.
ნაკაიძესმიკროფონი უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, ლევან მგალობლიშვილმაც ესროლა.