ექიმის პასუხისმგებლობაა, პაციენტი არ დარჩეს უპატრონოდ - კახაძე "ვივა მედის" განცხადებაზე

23.03.23 14:27
ექიმის პასუხისმგებლობაა, პაციენტი არ დარჩეს უპატრონოდ - კახაძე "ვივა მედის" განცხადებაზე

"ოცნების" წევრი ლადო კახაძე ამბობს, რომ "ვივა მედი" პასუხისმგებლობას იჩენს და ცდილოსბ პაციენტი მიხეილ სააკაშვილი უპატრონოდ არ დარჩეს.

"ექიმები სავსებით სამართლიანად ჩივიან ერთ რამეს, რომ ამ პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე და მედპერსონალთან ურთიერთობიდან გამომდინარე, იქნებ, მისთვის საუკეთესო პირობების შექმნად სხვა კლინიკა ისახებოდეს. ეს არის ექიმის პასუხისმგებლობა, ანუ პაციენტი არ დარჩეს უპატრონოდ", - ამბობს ლადო კახაძე.

შეგახსენებთ, რომ "ვივა მედმა"  მიხეილ სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა.

ახლა მთავარი კითხვაა, დააბრუნებენ თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში.

კლინიკამ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც წერს, რომ სააკაშვილი მკურნალობაზე უარს ამბობს და მედ პერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები