"პირველების" ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისთვის ამზადებენ
"ქართული ოცნების" გეგმა გაშიფრულია - ფინანსთა მინისტრს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისთვის ამზადებენ. ლაშა ხუციშვილს განაცხადი კონკურსში მონაწილეობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე შეტანილი აქვს, თუმცა ამ ამბავს მალავდნენ.
გადალაგების გეგმა მას შემდეგ გაიშიფრა, რაც სხდომაზე რომან გოცირიძემ ლაშა ხუციშვილს პირდაპირი კითხვა დაუსვა. ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში იმყოფებოდა.
არ მიპასუხეთ ჩემს შეკითხვაზე, ეს ხომ არ დაიმალება, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად გამოცხადებულ კონკურსშ, რეპზიდენტის ადმინისტრაციაში შეიტანეთ თუ არა თქვენ განაცხადი? მე რაიმე თქვენი ჯინი კი არ მაქვს. აქ საუბარია ეროვნული ბანკიის დამოუკიდებლობის მოსპობაზე, ვინაიდან ეროვნული ბანკის საბჭოშ არასდროს ყოფილა ამ 30 წლის განმავლობაში ფინანსტა მინისტრი, ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ფინანსტა მინისტრის მოადგილე, ადმაიანები გამოცდილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყოფნით და მერე მორჩილების სტაჟი გაქვთ გავლილი. პრობლემა ამაშია, ამიტომ უნდა გვიპასუხოთ, შეიტანეთ განაცხადი თუ არ შეიტანეთ? - უთხრა გოცირიძემ ხუციშვილ.
რომან გოცირიძის შეკითხვამ უმავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას პროტესტი გამოიწვია.
ბატონო რომან, რატომ ითხოვთ ასე დაჟინებით? პრეზიდენტის ინიციატივით ეს არის დახურული ინფორმაცია, თქვენ მაინც ითხოვთ, რომ კანონი დაარღვიოს? მე მოვუწოდებ მინისტრს, არც დაადასტუროს, არც უარყოს, - თქვა ზარქუამ.
თავის მხრივ, ფინანსტა მინისტრმა რომან გოცირიძეინფორმაციის მოსაძებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციაშ გადაამისამართა.
ბატონო რომან, ეს არის კონკურსი, რომელსაც ატარებს პრეზიდენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ნებისმიერი ინფორმაცია თუს აჭიროდ ჩათვლიან, რომ ინფორმაცია არის ღია ინფორმაცია, ამ ინფორმაციას მოგაწვდიან თქვენ, - თქვა მინისტრმა.
ლაშა ხუციშვილის მამაა ნუგზარ ხუციშვილია, ის "ქართული ოცნების" საფინანსო სამსახურის უფროსი და ბოლო 20 წლის განმავლობაში ივანიშვილის ყველაზე სანდო ადამიანია.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ ამ გზით ეროვნულ ბანკს, რომელიც აქამდე დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა, ხელთ ივანიშვილი იგდებს.