რუსეთთან ფრენების აღდგენას კონსულტაციები არ სჭირდება - ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოვლის აღდგენას კონსულტაციები არ სჭირდება.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება რუსეთმა ცალმხრივად მიიღო და მისი შეცვალაც რუსეთის ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.
ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი. თავის დროზე სანქცია რუსეთმა დაუწესა საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს. თუ ამ სანქციას ისინი მოუხსნიან საქართველოს მოქალაქეებს, ეს იქნება, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ კარგი ჩვენი მოქალაქეებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ მათ გაუდვილდებათ მიმოსვლა საქართველოში. ეს იყო თავის დროზეც ცალმხრივი გადაწყვეტილება და ახლაც იქნება ცალმხრივი გადაწყვეტილება, ამას კონსულტაციები არ სჭრდება“, - განაცხადა, ირაკლი კობახიძემ.
რუსეთი და საქართველო პირდაპირი ფრენების აღდგენის, ასევე ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხდა.