რუსეთთან პირდაპირ ფრენებსა და უვიზო მიმოსვლას მივესალმებით - კახა კალაძე
რუსეთთან პირდაპირ ფრენებსა და უვიზო მიმოსვლას მივესალმებით - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა
თქვენ იცით, რომ ყველაფერი ცალმხრივად იყო გაკეთებული, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი სანქცირებული ჰყავდათ, ვიზები იყო შემოღებული, პირდაპირი ფრენები კი აკრძალული იყო. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს მათი გადასაწყვეტია და მათ უნდა მიიღონ. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით, თუნდაც პირდაპირ ფრენებს და თუნდაც უვიზო მიმოსვლას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის"- თქვა კალაძემ.
რუსეთი და საქართველო პირდაპირი ფრენების აღდგენის, ასევე ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხდა.