"ვივა მედში" პასუხისმგებლობა მოიხსნეს, ახლა ცუდ მდგომარეობაშია პენიტენციური - ჩალაძე

23.03.23 15:13
"ვივა მედში" პასუხისმგებლობა მოიხსნეს, ახლა ცუდ მდგომარეობაშია პენიტენციური - ჩალაძე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ "ვივა მედმა" ძალიან რთულ სიტუაციაში ჩააყენა პენიტენციური სამსახური, რადგან მისი თქმით, უწყებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - ან უნდა თქვას, რომ სააკაშვილი ჯანმრთელია და გადაიყვანოს, ან უნდა თქვას, რომ "ვივა მედი" იტყუება.

ჩალაძის თქმით, თუ მესამე პრეზიდენტს ციხეში გადაიყვანენ,ვინც ფორმა 100-ზე ხელს მოაწერს, რომ ის ჯანმრთელია, ეს იქნება კანონდარღვევა.

ჩალაძის თქმით, ის ნაბიჯები, რომელსაც შტაბი დგამს მიხეილ სააკაშვილის გატავისუფლებისთვის, ეს საკმარისია. 

ციხეში თუ გადაიყვანენ, ფორმა 100-ს უნდა მოაწერონ ხელი, რომ ის ჯანმრთელია. ვინც ფორმა 100-ზე ხელს მოაწერს, ის იქნება მეორე ურთმელიძე. 

მიშას გათავისუფლების შტაბი აპირებს მის გათავისუფლებას. ის ნაბიჯები, რაც ამ მხირ იდგმება საკმარისია, თუმცა მე კმაყოფილი ვიქნები მაშინ, როდესაც ის იქნება თავისუფალი. გადაწყვეტილება არის გასაკტებელი საჯაროდ და ღიად, როგორც ეს გააკეთა "ვივა მედმა", აქ შეუძლებელია მისი მკურნალლობა, რა სიტყვებით იტყვიან ამას მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება ისიც გავიგოთ, ასეც გავიგოთ, მაგრამ ფაქტი არის ერთი, არავინ აძალებდა გუშინ, მოწმენდილ ცაზე ამ განცხადების გაკეთებას, მაგრამ გააკეთეს. ის სულელი ხალხი არ მუშაობს, პირიქით, სპეცსამსახურებთან ძალიან დაახლოებულად მუშაობენ. ეს ნიშნავს, რომ მათ მოიხსნენს პასუხისმგებლობა და ახლა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია პენიტენციური. უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - ან უნდა თქვას, რომ ჯანმრთელია და გადაიყვანოს, ან უნდა თქვას, რომ კლინიკა "ვივა მედი" არის მატყუარა და ვერ აფასებენ სწორ მდგომარეობას", - ამბობს ჩალაძე. 

შეგახსენებთ, რომ "ვივა მედმა"  მიხეილ სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა.

ახლა მთავარი კითხვაა, დააბრუნებენ თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში.

კლინიკამ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც წერს, რომ სააკაშვილი მკურნალობაზე უარს ამბობს და მედ პერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს.