მოსკოვი ქართველი მებრძოლების წინააღმდეგ - დეკანოძე ხელისუფლებას მოქმედებისკენ მოუწოდებს
მოსკოვი ქართველი მებრძოლების წინააღმდეგ - ენმ-ს წევრი, ხატია დეკანოიძე ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ოპოზიციის წევრი მიჩნევს, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველების დასაცავად ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო პლატფორმა უნდა გამოიყენოს. მისი თქმით, სხვა შემთხვევაში, კრემლმა შეძლოა, ქართველების ფართომასთაბიანი დევნა დაიწყოს.
ყველა, ვინც ეწინააღმდეგება რუსეთის ტერორტისტულ აქტებს და გენოციდს უკრაინაში და იბრძვის უკრაინის თავისუფლებისთვის, რუსეთი ყველანაირად დაუპირისპირდება. პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია პროტესტიც, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პლატფრომების გამოყენებაც და ყურადღების მიქცევა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, იმიტომ, რომ ეს შეიძლება უფრო ფართომასშტაბიან დევნაში გადაიზარდოს რუსეთის მხრიდან, - ამბობს დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლი ქართული ეროვნული ლეგიონის ოთხი წევრი დაუსწრებლად გაასამართლა და დაპატიმრების განაჩენი გამოუტანა. ინფორმაცია "მედიაზონამ" დედაქალაქის სასამართლოების განხილვის კართოტეკებში მოიძია.
მოსკოვი ეჭვობს, რომ ლაშა რუხაია, ვასილ ალიბეგაშვილი, ერეკლე ამირანაშვილი და ვეკა აპრესოვი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მიერ დაქირავებული მებრძოლები არიან. (სსკ-ის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
ქართველ მეომრებს მოსკოვი 30 წლიანი პატიმრობით ემუქრება.