ქვეყანა, სადაც გამწარებულ დედებს შვილების სიცოცხლის უფლება სათხოვარი აქვთ, სახელმწიფო არაა - ჯაფარიძე
აქცია ჯანდაცვის სამინისტროში - ადგილზე მისული ენმ-ს წევრი სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ ქვეყანა, სადაც გამწარებულ დედებს შვილების სიცოცხლის უფლება სათხოვარი აქვთ, სახელმწიფო არაა.
ჯაფარიძის თქმით, სულ 20-მდე ბავშვზეა საუბარი და ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს სირცხვილი.
ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს და ჩვენი ხელისუფლების უდიდესი სირცხვილი, რომ დღეს სულ 20-მდე ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა და სიცოცხლის უფლება აქვთ სათხოვარი. დღეს, ქვეყანაში, სადაც გამწარებული დედები ითხოვენ, რომ მათ შვილებს სიცოცხლის უფლება ჰქონდეთ, ეს არ არის ქვეყანა, ეს არ არის სახელმწიფო". - ამბობს სოფო ჯაფარიძე
ჯანდაცვის სამინისტროს შენობა პარალიზებულია. შეჩერებულია ყველაა მომსახურება. მომსახურების ცენტრში მოქალაქეებს ვეღარ იღებენ. შენობაში აქონდროპლაზიის მქონე მოზარდების მშობლები არიან. საყვირებით და საპროტესტო ბანერებით ხელში, დილიდან, აქციის მონაწილეები ზურაბ აზარაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
იშვიათი გენეტიკური დაავდების მქონე მოზარდების ოჯახის წევრები ბაშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატის შესაძენად დაფინანსებას ითხოვენ.