კობახიძე ამტკიცებს, რომ უკრაინაში მებრძოლ ქართველებს რუსეთისგან დაიცავს
ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ქართელ მებრძოლებს რუსეთისგან დაიცავს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ ამისთვის ყევლა საჭირო ზომას გამოიყენებენ.
ვინ რას ფიქრობს არ მაინტერესებს. ჩვენ ყველა დავიცავთ საქართველოს მოქალაქეების მხრივაც. როგორც იქნება საჭირო ისე, ყველა საჭირო ზომა იქნება გამოყენებული. კანონიერი უფლებები აქვს საქართველოს მოქალაქეს და ეს უფლებები იქნება დაცული, - თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლი ქართული ეროვნული ლეგიონის ოთხი წევრი დაუსწრებლად გაასამართლა და დაპატიმრების განაჩენი გამოუტანა. ინფორმაცია "მედიაზონამ" დედაქალაქის სასამართლოების განხილვის კართოტეკებში მოიძია.
მოსკოვი ეჭვობს, რომ ლაშა რუხაია, ვასილ ალიბეგაშვილი, ერეკლე ამირანაშვილი და ვეკა აპრესოვი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მიერ დაქირავებული მებრძოლები არიან. (სსკ-ის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
ქართველ მეომრებს მოსკოვი 30 წლიანი პატიმრობით ემუქრება.